რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციამ 1 პირი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცს ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა.
დაკავებისას მამაკაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ქვეშ იმყოფებოდა.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები შესაბამისი მუხლით დაიწყო.