აქცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში

2020-02-13 16:43:41

გარდაბნის მუინციპალიტეტის საკრებულოს შენობასთან სოფელ ყარათაქლიაში მცხოვრებმა ოჯახმა აქცია გამართა.

ხუთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ბებია და ბაბუა გარდაბნის მუნიციპალიტეტს დახმარებას სთხოვდა.

კერძოდ, სულ ცოტა ხნის წინ ჰუსეინოვების ოჯახმა იპოთეკაში ჩადებული საცხოვრებელი სახლი დაკარგა. ვალის გადაუხდელობის გამო ბანკმა ოჯახი საკუთარი სახლიდან გამოასახლა.

არასრულწლოვნების მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ლოგინადაა ჩავარდნილი, ხოლო დედამ ბავშვები მიატოვა და წავიდა.

ჰუსეინოვების ოჯახი გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს რაფი ორუჯოვს შეხვდეა, რომელიც ასევე სოფელ ყარათაქლიას მარჟორიტარია.

"გარდაბნის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელმა მოგვმართა, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ოჯახურ მდგომარეობას და რაც იქნება ჩვენი რაიონის სოციალური პროექტით გათვალისწინებული დავეხმარებით. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, ჩვენ დავეხმარეთ და დავაკვალიანეთ, თუ სად უნდა მისულიყვნენ სოციალურად დაუცველი სტატუსის საბუთების შესავსებად, როგორც მე ვიცი უკვე შეიტანეს განცხადება და შესაბამისი სამსახური შეიწავლიხ მათ მდგომარეობას და სტატუსის მიღების შემთხვევაში შესაძლებელლი იქნება ოჯახმა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებითაც ისარგებლონ"- განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა.

ამ დროისთვის ოჯახს დროებითი თავშესაფარი აქვს, თუმცა საკრებულოსგან სახლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებას ითხოვენ.