ქუთაისში 5 თვის ორსული ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იყო ჰოსპიტალიზირებული.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით, უმძიმეს მდგომარეობაში იქნა შეყვანილი. არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.