საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცახდებას ავრცელებს.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვერონა-შუამთას მონაკვეტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
ამ დროისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 (შუხუთი-აცანა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება აცანას მიმართულებით შესაძლებელია ოზურგეთი-მამათის გზის გავლით.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.