თურქეთში, ქალაქ იზმიტში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, თურქეთის პოლიციამ საოპერაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე, ერთდროულად გაატარა.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქე პროსტიტუციაში ჩაბმის, სხვადასხვა ფორმით დაყოლიებისა და ხელშეწყობის, ხოლო 1 პროსტიტუციის ფაქტზე დააკავეს.
პროსტიტუციის ფაქზე დაკავებული ქალს თურქეთის საზღვარი დაატოვებინეს.