ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ყიზილაჯილოში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციისა და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად პოლიციის მანქანა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 1 თანამშრომელი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი მანევრირებას აკეთებდა, ვერ დაინახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და გზა გადაუჭრა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.