ხობში, რამდენიმე დღის წინ, მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პაციენტი დღეს გარდაიცვალა.
ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ხობიდან გადაიყვანეს, მას სტუმრად მისულმა მამაკაცმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოხდა. შუახნის მამაკაცი ნათესავმა სავარაუდოდ დანით დაჭრა, რომელიც გარდაიცვალა. შემდეგ კი გაქცევა სცადა და მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ასევე დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და მძიმე დაზიანებების გამო დღეს გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.