მამაკაცმა თავისი მკვლელობა გადაიღო [video]

2020-02-07 16:05:43

თბილისში გუშინ მოკლულმა ინდოელმა მამაკაცმა  საკუთარი მკვლელობა გადაიღო. ვიდეო ,,რუსთავი  2" გაავრცელა. [ვიდეო/video]

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღი ინდოელ მამაკაცს.

შეგახსენებთ, გუშინ დოდაშვილის ქუჩაზე მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. რის შემდეგადაც ინდოელი მამაკაცი მოკლეს. მისი სიმამრის განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველად არ მომხდარა. ოჯახის წევრები თქმით, სავარაუდო დამნაშავემ გარდაცვლილს სამჯერ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.