კორონავირუსი და ჩინური ამანათები

2020-02-01 15:10:17

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ხალხი უფრო და უფრო პანიკდება.

საზოგადოების ნაწილს უჩნდება კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი ჩინეთიდან ჩამოსულამანათებს ჩინეთში გავრცელებული ვირუსიც ჩამოყვეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხალხს ამშვიდებს და ამბობს, რომ ჩინეთიდან გამოწერილი ნებისმიერი ნივთი არის უსაფრთხო და არ არსებობს იმის რისკი, რომ მასზე კორონავირუსი იყო.

ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსი ადამიანზე საგნებიდან არ გადადის, რადგან ვირუსი მათზე მოხვედრის შემდეგ მალევე კვდება. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ადამიანიდან ადამიანზე გადადის.

ინფო რუსთავი დაინტერესდა, ახალი ვირუსის გავრცელების ფონზე შემცირდა თუ არა საქართველოში ჩინეთიდან ამანათების გამოწერის რიცხვი და რამდენიმე გადამზიდავ კომპანიას დაუკავშირდა

რამდენიმე კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ამანათების მიღება ჩინეთიდან ამ დროისთვის შეჩერებულია, რადგან ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ჩინურ კომპანიებში დასვენებებია გამოცხადებული, შესაბამისად არც მუშაობენ.

კომპანიის მეორე ნაწილში ამბობენ, რომ საქართველოში ამანათების გამომწერთა რიცხვი წინა თვეებთან შედარებით არ შემცირებულა.

რაც შეეხება უკვე ჩამოსულ პროდუქცია, კომპანიებში გვითხრეს, რომ ყველა მომხმარებელს გააქვს ამანათები და არცერთი ამანათი არ რჩება კომპანიის საწყობში.