ბოქსირებულ განყოფილებაში ჩინეთის მოქალაქე ვირუსის ნიშნებით მოათავსეს

2020-02-06 18:20:36

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია, თუმცა მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ყველა ჩივილი აქვს.

„ახლახანს, ახალგაზრდა მამაკაცი ეროვნებით ჩინელი შემოიყვანეს, რომელმაც პეკინი 27 იანვარს დატოვა, როგორც ვიცი, შემდეგ ორი დღე იყო ყაზახეთში, შემდეგ გუდაურში, იყო ბაკურიანში და 4 თებერვალს აღენიშნა ტემპერატურის მომატება, როგორც თვითონ გადმოგვცემს 38 გრადუსზე მეტი, ჰქონდა ხველა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელთაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი და კიდევ რაღაც მედიკამენტი, რომელსაც წარწერები ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით, რა არის. მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა 4 თებერვლის შემდეგ და აღარ დაკმაყოფილდა ონლაინ კონსულტაციით ჩინელებთან და შემოვიდა ჩვენთან“,-აცხადებს ცერცვაძე.

მისივე თქმით, პაციენტს ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფირცირებული ახალი კორონავირუსით.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ყველა ჩივილები აქვს. ტემპერატურა ამჟამად 37.5 აქვს, მაგრამ ადრე ჰქონდა 38 როგორც თვითონ ამბობს. იმის გათვალისწინებით, რომ მას ცალსახად აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია და არის ჩამოსული პეკინიდან არსებობს ალბათობა, რომ ის იყოს ინფირცირებული ახალი კორონავირუსით, თუმცა ამის მყარი არგუმენტები და კლინიკური ნიშნები ჯერ არ გავქვს. ახლა პაციენტს გაუკეთებენ რენდგენოლოგიურ გამოკვლევას, ასევე აღებულია ხახის ნაცხი და გაუკეთებენ გრიპზე გამოკვლევას, იქნებ ჩვეულებრივი გრიპი აქვს, იმიტომ რომ გრიპს გავს ძალიან. გაუკეთებენ ასევე სისხლის ანალიზს. ამ საღამოს უკვე 8 საათისთვის ეს ყველაფერი გევცოდინება და უფრო დამაჯერებელ პასუხსს გაგცემთ, ხვალ იქნება უკვე ანალიზის პასუხი კორონავირუსის ინფექციაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთვევაშიც არ არის ახალი კორონა ვირუსით ინფექცია, არის სხვა რესპირატორული ვირუსი, თუმცა ეს შეთხევევა მაინც განიხილება, როგორც შესაძლო შემთხვევა და ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე დარჩება ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ. დაახლოებით 28-29 წლის ახალგაზრდა მამაკაცია. მის თანხმლებ პირს არაფერი არ აქვს “,- განაცხადა ცერცვაძემ.