ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

2020-02-06 16:33:10

თბილისში, ისანში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები იყვნენ.

ფოტო არ ასახავს რეალობას.