მთავრობა დღგ-სთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის პრინციპებთან.
"კანონპროექტს წარმოგვიდგენს ფინანსთა სამინსიტრო და ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ის,რომ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში. ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს, პირველ რიგში საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეკრულებითი ვალდებულებები აიღოს და უფრო სწარაფად და ეფექტურად განახორციელოს ის შესაძლებლობები კომპანიებისთვის და ეკონომიკისთვის, რომელსაც გვაძლევს ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი რეჟიმი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ევროკავშირთან", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.