გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ღვთაების მონასტერში მამაკაცს ყელი გამოჭრეს. [ვიდეო/video]
მონასტრის წინამძღვრის მამა ბენიამინის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი ტაძარში მორჩილად იყო მისული.
ტაძრის იმ კელიაში სადაც გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს, მის გარდა კიდევ ორი მორჩილი ცხოვრობდა. გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა იპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, მესამე მამაკაცი ამ დრომდე გაქცეულია. ეჭვობენ, რომ სწორედ ამ მამაკაცმა მიაყენა გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა.
წინამძღვრის თქმით, მიმალვაში მყოფ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
გაქცეულიც და გარდაცვლილიც 55 წლამდე მამაკაცები არიან.
მამა ბენიამინის ინფორმაციით, მამაკაცებს შორის, მკვლელობამდე, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი დაპირისირება არ ყოფილა.
სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ გაქცეულ მამაკაცს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.