ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

2020-02-05 16:01:21

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.