მშენებლობიდან 2 მუშა გადმოვარდა

2020-02-05 13:52:16

უბედური შემთხვევა თბილისში, ნაძალადევის რაიონში.

მშენებარე კორპუსიდან, 2 მუშა გადმოვარდა და მათგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით მუშები, საცხოვრებელი სახლის მოსაპირკეთებელ სამუსაოებს ასრულებდნენ.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.