სეზონური გრიპის გამო მიმართვიანობა გაიზარდა

2020-02-04 19:06:25

"კლინიკა რუსთავის" პედიატრიულ განყოფილებაში სეზონური ვირუსული ინფექციების გამო, პაციენტთა მიმართვიანობა გაიზარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე სტაციონარულ მკურნალობას 14 პაციენტი გადის, გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების დეპარტამეტს კი 24 საათის განმავვლობაში 20-ზე მეტი პაციენტი მიმართავს.

"იანვრის ბოლოს მომართვიანობა საგრძნობლად იყო შემცირებული, თებერვლის დასაწყისიდან კი ისევ გაიზარდა, როგორც იყო დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ ნახევარში და ველოდებით, რომ კიდევ გაიზრდება და თებერვლის შუა რიცხვებში პიკს მიაღწევს. სტაციონალურ მკურნალობას 14 ბავშვი გადის ამჟამად კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკას აქვს საშუალება, რომ დაადგინოს რომელი ტიპის გრიპი აქვს პაციენტს და ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება, რომ ძირითადად საქმე გვაქვს B ტიპის ვირუსთან, მაგრამ რამდენიმე იყო A ტიპის შემთხვევაც. რაც შეეხება მიმღებს, 24 საათში 20-ზე მეტ პაიენტს იღებს მხოლოდ ბავშვთა მიმღები", - განაცხადა "კლინიკა რუსთავის" პედიატრიული განყოფილების უფროსმა თამარ ყიყიშვილმა.