საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, ,,სარფი“, ,,ნინოწმინდა“, ,,ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო", სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის (1.5 ლიტრი) კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანების, ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 17 920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.