"რუსთავში ჰაერის დაბინძურება კრიტიკული არაა"

2020-02-04 14:51:32

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონაცემები კრიტიკული არააა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა რუსთავში არის იდეალური, თუმცა ეს არ არის კრიტიკული მონაცემები, ეს არ არის კრიტიკულზე მაღალი ზღვარის მონაცემები რუსთავში. გამოსასწორებელი გვაქვს სიტუაცია ნამდვილად. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადახედოს ჩვენს მეზობელ ქალაქებში სტატისტიკურ მონაცემებს, სტამბულსა და ერევანში სამჯერ-ოთხჯერ მაღალია ჰაერის დაბინძურების მდგომარეობა. მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს გვიბიძგებს, რომ გადადგმული იქნას კონკრეტული და გეგმაზომიერი ნაბიჯები", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რუსთავი საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქია.

GAHP-ის (გლობალური ალიანსი ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროპაში 100 000 ადამიანზე დაბინძურებით, მათ შორის ჰაერის, გარდაცვლილი ადამიანების მაღალი მაჩვენებლით საქართველო მეორე ადგილზეა და ამ მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი 140 აღწევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები