პარლამენტის გაზაფხულის სესიისთვის მთავრობის მიერ გადაგზავნილი კანონპროექტების ნუსხაში "შრომის კოდექსის" ცვლილებაზეცაა საუბარი.
კერზოდ, გეგმაში "შრომის კოდექსით" მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, დღისა და კვირის განმავლობაში სამუშაო საათების, შესვენების და დასვენების დროის ლიმიტები განისაზღვრება, ასევე ღამით მუშაობა და ღამით მომუშავეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დარეგულირდება.
"შრომის კოდექსის" დარღვევის შემთხვევაში იგეგმება სანქციების დაწესებაც.
გეგმის მიხედვით, იკრძალება სქესობრივი დისკრიმინაცია და შექმნის სამუშაო ადგილებზე მამაკაცისა და ქალის თანაბარი შესაძლებლობებს.
დამსაქმებელი ვალდებული გახდება, დროულად მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს შრომის არსებითი პირობების ან მათი ცვლილების შესახებ, ასევე განისაზღვრება
დამსაქმებლის ვალდებულება დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მასობრივი დათხოვნის შესახებ დასაქმებულებს და გამართოს მათთან კონსულტაციები.
შეიქმნება დასაქმებულისთვის დაცვის დამატებითი გარანტიები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში და დასრულების შემდეგ. ადგენს განსაზღვრული ვადით დასაქმებულების უფლებას, მიიღონ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ, გაიარონ სამუშაოს ტიპთან დაკავშირებული გადამზადება, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებით, რაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელსაც სამედიცინო შემოწმება სჭირდება.