რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2020-02-03 22:21:14

რუსთავში მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

როგორც "ინფო რუსთავს" XV მიკრორაიონში მცხოვრებმა განუცხადა 30 წლამდე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს, ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. პაციენტის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა.

ადგილობრივები აცხადებენ რომ მამაკაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცს "კლინიკა რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.