ავარია მოხდა ახალციხე-ასპინძის გზაზე, კონკრეტულდ კი სოფელ რუსთავთან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 3 მგზავრი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც შსს-ში ინფო რუსთვს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.