ქართველი ფეხბურთელი, დავით თარგამაძე, რომელიც ბოლოს საფეხბურთო კლუბ "ბოლნისის სიონში" თამაშობდა გუნდი დატოვა.
როგორც "ინფო რუსთავს" საფეხბურთო კლუბის პრეს სამსახურმა განუცხადა ფეხბურთელს "ბოლნისის სიონთან" კონტრაქტი ამოეწურა.
ქართველმა ფეხბურთელმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი "ბოლნისის სიონი" დატოვა და კარიერას ანსამბლ სუხიშვილებში გააგრძელებს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ფეხბურთს ისევ დაუბრუნდეს.
დავით თარგამაძე პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" იღებდა მონაწილეობას და მისი მეწყვილე ჯულიანა ბარგნარი იყო. ფეხბურთელმა სწორედ აღნიშნული პროექტის შემდეგ გადაწყვიტა რომ კარიერა სუხიშვილების ანსამბლში გაეგრძელებინა.