ბოლნისში, სოფელ სამწევრისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 70 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დაღუპულს ჭრილობა გულის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ცხედარი სახლში თანასოფლელებმა დილით ნახეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხმობს.