ხანძრის შედეგად ქალი დაიღუპა

2020-01-30 17:17:29

სენაკში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად მოხუცი ქალი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მას ელექტრო გამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც მათი ვარაუდით, ხანძარი გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.