ბრიტანელ მოგზაურს თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ თავად მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა.
28 წლის როუან კემპბელი სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა. თბილისში ყოფნისას, ერთ-ერთ ჰოსტელში დაბინავდა. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაკარგა ველოსიპედი მოგზაურმა.
“აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს, თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”,-წერს ახალგაზრდა მოგზაური.