მწყემსმა მწყემსი მოკლა

2020-01-25 11:54:06

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა კი სანადირო თოფიდან ისროლა და  მეორე პირი მოკლა.

ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცახდეს, პოლიციამ 30 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.