ლევან ხაბეიშვილი კომისიის სხდომაზე სცემეს

2020-01-24 14:42:53

თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა. როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს მას ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ მას ერთდოულად რამდენიმე ადამიანი ურტყავდა.

ლევან ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.