თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. მათივე თქმით, პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, მოგვიანებით კი მათ ერთი პირი დააკავეს. გაჩხრიკეს ავტომანქანაც.
რას უკავშირდება მამაკაცის დაკავება უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.