იტალიაში სადეპორტო დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე 36 წლის ვახო ჯოხაძე გარდაიცვალა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ ვახო იქ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
„გათიშეს ისეთი რაღაც დაალევინეს, მთელი დღე იძახდა ცუდად ვარო. სამი თვე საპორტოში იყო, იხვეწებოდა ბილეთს მე ვიყიდი და წავალო. დღეს არ დაუდასტურეს საელჩოს წარმომადგენელს რომ მკვდარი იყო. მთელი დღე რეკავდნენ. საელჩო დაგვიდგა გვერდით. რაც შეეძლო ინფორმაციას გვაწვდიდა. სადისტივით ექცეოდნენ გაამწარეს, ტელეფონი მოპარეს და რომ მოიძებნა საცოდავმა აღარ იყო,“ - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ჩხუბი ძალის გამოყენებით შეაჩერეს და კონფლიქტში მონაწილეები დააკავეს. ციხეში ქართველი ბიჭი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ინფო რუსთავთან გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ მამაკაცი სასტიკად იყო ნაცემი.
ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია. მათივე თქმით მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზა მომავალ კვირას ჩატარდება.