განწყობა რუსთაველი ბაშვებისთვის [photo]

2020-01-19 20:50:16

რუსთავში ერთერთ ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილზე თოვლის პაპა არის დამაგრებული.

თოვლი რეალურია და ის რუსთაველი ბავშვებისთვის განწყობის შესაქმნელად ავტომობილის მეპატრონემ განზრახ, მაღალი მთიდან ჩამოიტანა.

შეგახსენებთ რომ რუსთავში თოვლი უკვე რამდენიმე წელია არ მოსულა.

3 დღის წინ კი იაღლუჯზე მოთოვა, სადაც ათეულობით რუსთაველი თოვლის სანახავად ავიდა.