რა ხდებოდა იაღლუჯის მთაზე [photo]

2020-01-17 23:11:34

მას შემდეგ რაც "ინფო რუსთავმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია რომ იაღლუჯზე თოვდა, მთაზე ათობით ავტომობილი ავიდა.

არსებული ინფორმაციით მთაზე ოჯახები ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება სადაც ჩანს რომ მოსახლეობა თოვლის სანახავად იაღლუჯის ფერდობზეა ასული.

თოვა გუშინვე დასრულდა და დღეს ჰაერის ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით მოიმატა.