შვილი დედას მოკვლით დაემუქრა

2020-01-19 15:22:28

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 1983 წელს დაბადებული მამაკაცი, ამჟამად ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.კ. ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, დედას - 1957 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11- პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.