შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ო.გ. და 1989 წელს დაბადებული ვ.ი. საქონლის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქეების კუთვნილი ძროხა და 2 ღორი მოიპარეს.
პოლიციამ ორივე პირი იმ დროს დააკავა, როცა ისინი ნაქურდალი საქონლის გადამალვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული პირუტყვი მეპატრონეებს დაუბრუნეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.