ქმარმა ცოლი მოკლა

2020-01-18 13:39:05

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში, ქმარმა ცოლი მოკლა. გარდაცვლილი 30 წლამდე ქალია.

როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით თავის არეში მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო იარაღი ნაჯახია.

დაზარალებული მიყენებული სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.