მიწისძვრა საქართველოს საზღვართან

2020-01-18 09:26:39

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის მიერ გავრცელებული ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:28 საათზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კმ-ში იყო.