სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზარდათ

2020-01-17 12:21:11

სოციალურ მუშაკებს ანაზღაურება გაეზარდათ - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სოციალური მუშაკების ხელფასი 1200 ლარი იქნება.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური მუშაობის შესახებ, რომლითაც დარეგულირდა სოციალური მუშაკის საქმიანობა, ფუნქციები, ბენეფიტები, 2020 წლის პირველი იანვრიდან ამის საფუძველზე გაეზარდათ სოციალურ მუშაკებს ანაზღაურება. ეს არის ძალიან საჭირო პროფესია რომელიც ეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ რჩება სიღარიბესთან და პრობლემები აქვს, ვისაც აქვს სპეციალური საჭიროებები, ვინც კანონთან იყო კონფლიქტში და ტოვემს სასჯელაღსრულების სისტემას, ადამიანები ვისაც აქვთ წამალდამოკიდებულების პრობლემა, ხანდაზმულები და ჩვენი სხვა თანამოქალაქეები, რომლებსაც ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდებათ დახმარება.", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.