ახალგაზრდა ქალი მაღალი სართულიდან გადმოვარდა

2020-01-16 15:01:56

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც ინფო რუსთავს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.