ფოთში ქმარმა ცოლი დაჭრა

2020-01-13 15:32:25

ფოთში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებები 34 წლის ქალს, ქმარმა მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ პოლიციამ 36 წლის მამაკაცი დააკავა და ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.