თბილისში, ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში გაჩერებულ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
თვითმხილველების თქმით, მანქანა რამდენიმე წელი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია.