თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, "იაშარ დოგუს" სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, ქართველ სპორტსმენ ზურაბ ერბოწონაშვილს, უკრაინელმა მეტოქემ სახეში დაარტყა, რის შემდეგაც მასობრივი ჩხუბი დაიწყო.
ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო. ქართველ მოჭიდავეს ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ინციდენტის გამო, ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.