თბილისში, ერთ-ერთ ბაგა-ბაღში აღსაზრდელმა ჯგუფელი დაკბინა - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ბავშვის დედა მარი ლაზიშვილი წერს.
მშობლის თქმით, ბავშვს, სხეულის სხვადასხვა მიდამოში, 10-მდე ნაკბენი აქვს და აღნიშნული ფაქტი, აღმზრდელების უყურადღებობის გამო მოხდა.
"მოკლედ სიტუაცია ასეთია, ბაგა-ბაღში ჩემი შვილი ბავშვმა დაკბინა! დღეს მირეკავს ბაგა-ბაღის დირექტორი სამ საათზე და მიბარებს ბაღში, მეც მაშინვე მივედი. გამიღეს კარი და მითხრეს "დედიკო შენი შვილი დაკბინეს". პირველი რაც გავიფიქრე იყო მწერი, ამ დროს გამოდის ჩემი შვილი ოთახიდან გულმოსული და ნაწვალები, გავოგნდი ველოდები ახსნას თუ რა მოხდა ამ დროს პასუხს ვერავინ მცემს და ვცდილობ არ ავყვე ემოციებს, რადგან სიტუაცია ძალზედ დამაბნეველი იყო. გამოიყვანეს ჩემი შვილის ტოლი გოგო და მეუბნებიან ამან დაკბინა ამის ბრალია გავმწარდი და ვუთხარი რომ ბავშვების კიარა მათი უყურადღებობის ბრალი იყო! იმ დროს ბავშვის დამშვიდების გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი, თან ძალიან ვმწარდებოდი! მხოლოდ ორი არგუმენტი მითხრეს. პირველად რომ შევიხედე ეძინათ, მეორედ როცა შევიხედე იქ ყოფილა გადასული. ასევე ახსენა რომ ანიმატორები ყოფილან თურმე მისული! ხოდა სად ეცალათ ბავშვისთვის!
რა უნდა გავაკეთო ამ დროს მართლა არ ვიცი! უბრალოდ ის ვიცი რომ ხვალ სხვისი შვილი შეიძლება ითხოვდეს შველას სულ ცოტა 10 წუთის განმავლობაში და არავინ არ მიაქციოს ყურადღება! აქ ვპოსტავ რადგან ვიცი რომ ხალხზე უკეთ ვერავინ უპასუხებს! კერძო ბაგა-ბაღი "ოქროს გასაღები" ისანი!", - წერს მარიამ ლაზიშვილი.