არის თუ არა აუცილებელი არდადეგების გახანგრძლივება

2020-01-10 17:09:38

"იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესაბამისი რეკომენდაცია უნდა არსებობდეს",-ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროში განაცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრს განათლების სამინისტროსთვის მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.

იმნაძე ამბობს, რომ სეზონური ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიპის ვირუსით ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.