ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი

2020-01-10 15:37:16

კასპის მუნიციპალიტეტში 30 წლის სამი შვილის დედა B ტიპის ვირუსისგან გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ქალს 7 იანვარს სინპტომების გამოვლენა დაეწყო, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და აღენიშნებოდა სუნთქვის გართულება, რის გამოც ახალგაზრდა ქალი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხოლო შემდეგ თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ჰოსპიტალში შეიყვანეს, სადაც, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.