გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 26 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გარდაცვლილი დედამ ნახა.
გარდაცვლილი სოფლის რწმუნებულის, გიორგი მახათაძის ძმისშვილია. როგორც გიორგი მახათაძემ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, ახალგაზრდა ჩამომხრჩვალი პირუტყვის სადგომში იპოვეს.
"ბიზნესი ჰქონდა, ფერმერი იყო. საქონელის საჭმელად შევიდა, დედამისს წყალი უნდა შეეწოდებინა. შევიდა და ასეთი სურათი დახვდა. ქეიფობდა, მოვიდა, კარგ ხასიათზე იყო, განწყობა კარგი ჰქონდა. ვერ ვხვდებით რა მოხდა. არანაირი პრობლემა არ გააჩნდა, პირიქით, რომ გაიგებდა ვინმემ თავი მოიკლაო, არ მოსწონდა", - აცხადებს სოფლის რწმუნებული გიორგი მახათაძე.
საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.