BBC ქართველ ქალზე

2020-01-09 22:33:53

"ქართული ყველის დედა" დღეს BBC-მ ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ქართველ მეყველე ქალზე ანა მიქაძე-ჩიკვაიძესა და ქართული ყველის სახეობებზე წერს. ჟურნალისტი საუბრობს, რომ ყველის კეთების ტრადიციები საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდში ნელ-ნელა დაიკარგა, რადგან იმ დროს მხოლოდ ოთი სახეობის ყველი მზადდებოდა, ესენია: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდა.

ბი-ბი-სის ჟურნალისტმა ტეილორ ვეიდმანმა ქართული ყველის ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძესთან ერთად საქართველოს სოფლებში იმოგზაურა და გაეცნო ქართული სხვადასხვა სახეობის ყველის კეთების ტექნიკას.

ჟურნალისტი სტატიაში წერს, რომ საქართველოში 60 სახეობაზე მეტი ყველი არსებობს. ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ხალხისთვის უცნობი ყველის სახეობის შესახებ ქართველი ეთნოგრაფისგან თამილა ცაგარეიშვილისგან გაიგო. მას შემდეგ, წლების განმავლობაში, მოგზაურობდა მთელს ქყვეყანაში და შეაგროვა ყველის კეთების უცნობი რეცეპტები.

ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტი აღწერს ტენილი, გუდის, ნარჩვის და დამბალხაჭოს ყველის სახეობების კეთების პროცესს.