თბილისში, სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 28 წლის გორელი გოგო გარდაიცვალა.
დაღუპული გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით თავდაპირველად მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა.
ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი 6 იანვარს შეიყვანეს. მათი განმარტებით ახალგაზრდა ქალს მზარდი სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ექიმი აცხადებს, რომ დაღუპულის ახლობლების თქმით, იგი 5 დღის განმავლობაში სახლში მკურნალობდა.
"6-იანვარს სასწრაფო დახმარების მიერ, შემოყვანილი იქნა 28 წლის ქალბატონი. მას მზარდი სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ახლობლების გადმოცემით პაციენტი 5 დღის განმავლობაში ბინაზე მკურნალობა. შემოსვლისთანავე იგი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე", - აცხადებს ექიმი.