ტრაგედია წყალტუბოში

2020-01-08 14:22:51

წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" ცეცხლი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ხანძრის ღია კერა და ორი გარდაცვლილი ადამიანი დახვდათ. ორივე გარდაცვლილი 65 წლამდე ქალბატონია. შენობაში ერთი ოთახი დაიწვა,  მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს, რომ ხანძარი მთლიან შენობაზე არ გავრცელებულიყო.

სანატორიუმის შენობა დევნილთა საერთო საცხოვრებელად არის ქცეული. ევაკუირებულია 35 მოქალაქე. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ეკიპაჟები.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, რომ მომხარზე სისხლის სამართლის საქმე  188-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.