ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
ქალის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.
როგორც "ინფო რუსთავს" ჭიათურის სამედიცინო ცენტრის, სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ბიწაძემ განუცხადა, ქალი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში, გართულებული პლელმონიით, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით და გულის რითმის დარღვევით შეიყვანეს.
პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს და ჰოსპიტალიზაციიდან საათნახევარში გარდაიცვალა.