ფოთში, 24 წლის გოგა თავბერიძეს 4 დღეა ეძებენ.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 4 იანვარს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს, თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია გოგა თავბერიძის ადგილმდებარეობის შესახებ დარეკეთ 112-ში.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.