ავტოსაგზაო შემთხვევა ხულოში.
ავარიის შედეგად 1 მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 1 დაშავდა.
არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.